სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების ინდუსტრიული ტური კომპანია RMG-ში

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების ინდუსტრიული ტური კომპანია RMG-ში

21-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები და ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ინდუსტრიული ტურის ფარგლებში, კომპანია „არემჯის“ (RMG) ესტუმრნენ.

სტუ-ის სტუდენტებს კომპანიის სპეციალისტებმა საწარმოო პროცესი გააცნეს, ესაუბრნენ RMG-ის გარემოსდაცვით ღონისძიებებსა და მიმდინარე პროექტებზე, დაათვალიერებინეს კარიერი, სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა და სხვა საწარმოო ობიექტები.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები RMG-ის „სტიპენდიანტთა პროგრამაში“ ჩაერთვებიან. გარდა ამისა, ინდუსტრიულ ტურზე სხვადასხვა ერთობლივი პროექტები და ორმხრივი აქტივობები დაიგეგმა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კომპანია RMG-ის.

კომპანია RMG სტუ-ის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის „სტიპენდიანტთა პროგრამას“ 2018 წლიდან წარმატებით ახორციელებს.

 

სიახლეებში დაბრუნება