საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასიამოვნო სიახლით ხვდება!
კომპანია RMG-ის „სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი“, რომელიც სტუ-ის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზეა გახსნილი, სტუდენტებს სამთო-გეოლოგიის დარგისთვის აუცილებელი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების შესწავლას სთავაზობს.
„3D გეოლოგიური მოდელირების საბაზისო კურსი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლის შესწავლასაც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის III და IV-კურსელი ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები შეძლებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე პრეზენტაცია ჩატარდა. სტუდენტებმა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.