სტუ-ში საერთაშორისო კონფე¬რენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართება

სტუ-ში საერთაშორისო კონფე¬რენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართება

17-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022 წლის 20 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფე­რენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი.

კონფერენცია, ტრადიციულად, წელსაც, კომპანია RMG-ის პარტნიორობითა და მხარდაჭერით ტარდება.

სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიება ეძღვნება გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლე­მე­ბის შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ: საქართველოს ბუნებრივი რესურსების თანმიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) რაციონალურ გამოყე­ნებასა და სწორი გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას, ნარჩენების მართვას; დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას. 

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსი (მერაბ კოსტავას 77), ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზი.                                                                                          

 

სიახლეებში დაბრუნება