სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართება

17-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022 წლის 4-5  ნოემბერს, ერაზმუს + ჟან მონე მოდულისა და სტუ-ის მხარდაჭერითა და  კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან პარტნიორობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართება.

კონფერენცია ტარდება პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში;

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული;

კონფერენციის თემატური მიმართულებები:

Ø ჰუმანიტარული მეცნიერებები;

Ø სოციალური მეცნიერებები;

Ø ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

·       აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;

·       სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;

·       დამოუკიდებელ მკვლევარებს.

·      

კონფერენციის მიზანი: ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;

ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე;

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო;

სტატიის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 2 ნოემბერი;

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, თბილისი. კოსტავას ქ. #77;

პარტნიორები: სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: jeanmonnet@gtu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://jeanmonnet.gtu.ge/კონფერენცია/

 

სიახლეებში დაბრუნება