სტუ-ში DAAD-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შედგა

სტუ-ში DAAD-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შედგა

17-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ორგანიზაცია DAAD-ის პრეზიდენტს, ჯოიბრატო მუხერჯის და DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, გებჰარდ როილის შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი სტუმრებს უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საინჟინრო სპეციალობებით დაინტერესებამ იმატა, რის გამოც მისაღები კონტინგენტი გაიზარდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის  DAAD-ის პრეზიდენტთან და თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა დიდ დატვირთვას ატარებს. ეს არის ახალი გაცვლითი პროგრამები, ახალი ერთობლივი პროექტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობისთვის მზადაა, მხარეები შევთანხმდით და სამომავლოდ დაიგეგმება შეხვედრები, სადაც უკვე კონკრეტულად განისაზღვრება თანამშრომლობის ფორმატი“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ინფორმაციისთვის, DAAD 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით დაარსდა, დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონდს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. DAAD-ი ცდილობს შექმნას სასწავლო პროგრამები, რომლებსაც საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლები სტრატეგიის სახით, ინტერნატიონალიზაციის პროცესში გამოიყენებენ. გერმანია უცხოელი სტუდენტების მობილობის კუთხით ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში. 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. 2021 წლის ივლისიდან ცენტრი DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.

DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ კონკურსის ორგანიზება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის DAAD-ის ყოფილი სტიპენდიატების კოორდინაცია ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, კონსულტაციები უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორული პროგრამების განსახორციელებლად თანამშრომლობა გერმანიის საელჩოსთან საქართველოში და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა გერმანულ ორგანიზაციასთან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზება სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება