სტუ-ის „იუნესკოს კათედრა“, „გურჯიევის საერთაშორისო კონფერენცია 3“-ის ფარგლებში, შეხვედრას უმასპინძლებს

სტუ-ის „იუნესკოს კათედრა“, „გურჯიევის საერთაშორისო კონფერენცია 3“-ის ფარგლებში, შეხვედრას უმასპინძლებს

12-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრა“,  2022 წლის 14 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „გურჯიევის საერთაშორისო კონფერენცია 3“-ის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას უმასპინძლებს.  

შეხვედრას დაესწრებიან იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პრეზიდენტი ტობიას ბიანკონე (შვეიცარია), ვიცე-პრეზიდენტი ფაბიო ტოლედი (იტალია), გროტოვსკის ცენტრის დირექტორი იარეკ ფრეტი (პოლონეთი), შტაინერის მუზეუმის დირექტორი დიჟანა პოსავეჩი (ხორვატია),რუსთაველის, ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, გორის, ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხეატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები, ასევე, უცხოელი სტუმრები.

შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან პარტნიორობითა და მისი პატრონაჟით, საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო სკოლის შექმნის საკითხი და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის ჩატარების ადგილი: სტუ-ის „იუნესკოს კათედრა“, სტუ-ის მე-6 სასწავლო კორპუსი (მ. კოსტავას 77), მე-2 სართული, ოთახი 212ა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

12.10.2022

სიახლეებში დაბრუნება