გარდაიცვალა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, თამაზ მეგრელიძე

გარდაიცვალა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, თამაზ მეგრელიძე

11-10-2022

გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი, მრავალი თობების აღმზრდელი ბატონი თამაზ მეგრელიძე.

თამაზ იაკობის -ძე მეგრელიძე დაიბადა 1937წლის 20 დეკემბერს. 1956 წელს შევიდა და 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების საწარმოთა მანქანებისა და აპარატების კათედრა.

1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით „კვების საწარმოთა პროცესები და აპარატები“.

2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

 1961-1966წწ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობეზე: საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორად: საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს ინჟინრად; თბილისის მე-4 მაცივრის ტექნიკურ ზედამხედველად.

1967-1997წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად; უფროს მასწავლებლად; დოცენტად.

 2002-2006 წწ მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში კათედრის გამგედ;

2006-2019 წწ ხელმძღვანელობდა სტუ-ის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტს. 

1997 წელს არჩეული იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. პროფესორი თამაზ მეგრელიძე არის 3 მონოგრაფიის, 22 სახელმძღვანელოს და 186 სტატიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 27 კონფერენციაში; არის 118 გამოგონების ავტორი და რუსთველის 2 სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი, 2013 წელს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.



პანაშვიდი: 10 ოქტომბერს მისამართი მ.ზანდუკელის 12, მე-5 სართული ( მეტრო რუსთველი)
გამოსვენება 11 ოქტომბერს 14 საათზე. წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიიდან გ. ასათიანის ქუჩა N10

სიახლეებში დაბრუნება