„დარწმუნებული ვართ, გვამოძრავებს ორმხრივი დიდი სურვილი, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და ჩვენ შორის უშუალო კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, გთავაზობთ, სასწავლო წლის დაწყება და ჩვენი 100-წლოვანი უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი ერთად აღვნიშნოთ!“
ასე მიმართავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტის პირველკურსელთა საიუბილეო მე-100 ნაკადს, ასევე, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მათ პროფესორ-მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან ერთად, 11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იწვევს.
საკომუნიკაციო-გასართობი ხასიათის ღონისძიებაზე მოისმენთ ცოცხალ მუსიკას, თქვენთვის იმუშავებს დიჯეი - მათ ვინაობას სიურპრიზად გიტოვებთ.
სიხარულით გელით ყველას!
Welcome | 11 ოქტომბერი, 19:00 | ფუნიკულიორი | კლუბი „ანდერვილი“