ლეგენდარული „გეპეის ჯაზი“ 6 ოქტომბერს, ღია ცის ქვეშ, კონცერტს მართავს

ლეგენდარული „გეპეის ჯაზი“ 6 ოქტომბერს, ღია ცის ქვეშ, კონცერტს მართავს

06-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ლეგენდარული ორკესტრი - „გეპეის ჯაზი“, უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, დღეს, 18:00 საათზე კონცერტს მართავს.

ლეგენდარული „გეპეის ჯაზი“ თვითონაც იუბილარია - 2022 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრს 80 წელი შეუსრულდა!

კონცერტი, ცხადია ცოცხალი შესრულებით, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში გაიმართება.

სტუ-ის ჯაზ-ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელია მაესტრო ირაკლი კალმახელიძე.

„გეპეის ჯაზი“ გელით ყველას!

სიახლეებში დაბრუნება