ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022 - 2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობის პროცესი დაიწყო.
სტუ-ის ფარგლებში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა, 2022 წლის 31 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, შესაბამის ფაკულტეტს განცხადებით (დანართი 1) უნდა მიმართონ.
სტუდენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2022 წლის 3 ოქტომბრისა.
საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის ფარგლებში შიდა მობილობის პროცესი სტუ-ის რექტორის ბრძანების (MES 5 22 0000959076; 29/08/2022) შესაბამისად მიმდინარეობს.