კომპანია „არემჯის“ „საზაფხულო სკოლა 2022“ გრძელდება. ამ ეტაპზე, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის 22 სტუდენტი მონაწილეობს.
სტუ-ის სტუდენტები ერთთვიან პრაქტიკას კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასა და მის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადიან.
„საზაფხულო სკოლა“ „არემჯის“ ტრადიციული პროექტია, რომელსაც კომპანია რამდენიმე წელია ახორციელებს. პროექტში რეგულარულად ერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები - მომავალი სამთო და გეოინჟინრები, გეოლოგები და საინჟინრო გეოდეზისტები, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტები, გარდა ამისა, მონაწილეობენ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტეის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.