1. არქიტექტურა
კვალიფიკაცია: არქიტექტურის მაგისტრი არჩეული სამაგისტრო თემატიკის შესაბამისი სპეციალიზაციით: არქიტექტურის მაგისტრი შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სპეციალიზაციით; არქიტექტურის მაგისტრი ლანდშაფტური არქიტექტურის სპეციალიზაციით; არქიტექტურის მაგისტრი გარემოს და დიზაინის სპეციალიზაციით; არქიტექტურის მაგისტრი ინტერიერის დიზაინის სპეციალიზაციით. (50 ადგილი)
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ისეთი პროფესიონალი, რომლის მოღვაწეობის ძირითადი სფერო იქნება არქიტექტურის დარგში პრაქტიკული თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. მას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარი იმისა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არქიტექტურული გარემოს კეთილმოწყობისა და სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული ობიექტების დაპროექტების თუ განხორციელების პროცესში.
2. არქიტექტურათმცოდნეობა
კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი (3 ადგილი)
მიმართულება: ჰუმანიტარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
პროგრამის მიზანია, მაგისტრანტმა შეისწავლოს მსოფლიოს მიმდინარე არქიტექტურის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება: ნეომოდერნიზმი და რეგიონალიზმი, დაეუფლება არქიტექტურის უახლეს ენებსა და დიალექტებს, გაანალიზებს, განასხვავებს და შეიარაღებაზე აიყვანს ყველა იმ არტიკულაციებს, რომლებიც ნეომოდერნიზმის და რეგიონალიზმის სამოქმედო ინსტრუმენტებს ქმნიან; ვიზუალური-გრაფიკული მასალის გაცნობის საფუძველზე ისწვლის მოდერნიზმის განვითარების ეტაპებს, ურბანიზმის ამჟამინდელი მდგომარეობას, მიიღებს ინფორმაციას არქიტექტურაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებზე.