საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022 წლის 29-30 სექტემბერს, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართება. კონფერენცია ტარდება პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში და მხარდაჭერილია „ერასმუს + ჟან მონე მოდულისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.
კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
· ჰუმანიტარული მეცნიერებები;
· სოციალური მეცნიერებები;
· ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
· აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
· სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;
· დამოუკიდებელ მკვლევრებს.
კონფერენციის მიზანი: ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;
კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო;
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 21 სექტემბერი, 2022;
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა: 24-28 სექტემბერი, 2022;
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 29-30 სექტემბერი, 2022;
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, კოსტავას ქ. #77;
პარტნიორები: სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: jeanmonnet@gtu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://jeanmonnet.gtu.ge/კონფერენცია/