1. მშენებლობა
კვალიფიკაცია: მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი (125 ადგილი)
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მშენებლობის დარგში არსებული საინჟინრო პრობლემების ახალი მეთოდებითა და მიდგომებით გადაჭრის გზები, საპროექტო ნორმატიულ დოკუმენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემა. სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სპეციალისტად ჩამოყალიბებას.
2. მშენებლობის მენეჯმენტი
კვალიფიკაცია: მშენებლობის მენეჯმენტის მაგისტრი (25 ადგილი)
მიმართულება: ბიზნესი და ეკონომიკა
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია სამშენებლო ბიზნესპროცესების დაგეგმვის, კოორდინირებისა და მონიტორინგის, საინვესტიციო პროექტების, საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი მენეჯერების მომზადება.
3. წყლის ინჟინერია (ინგლისურენოვანი)
კვალიფიკაცია: ინჟინერიის მაგისტრი წყლის ინჟინერიის სპეციალიზაციით (3 ადგილი)
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული
დაფინანსება: არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი , საინჟინრო განათლების მქონე საპროექტო და პრაქტიკულ საექსპლუატაციო საქმიანობაზე ორიენტირებული წყლის რესურსების ინჟინერი.