მიმდინარეობსსამეცნიეროსტატიებისმიღებასაერთაშორისოსამეცნიეროჟურნალ ‘‘ინტელექტუალის’’ VIII ნომერშიგამოსაქვეყნებლად
მიმდინარეობს სამეცნიერო სტატიების მიღება (მეცნიერების ყველა დარგის მიმართულებით) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ''ინტელექტუალის'' VIII ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალ ‘’ინტელექტუალს’’ მინიჭებული აქვს საერთაშორისო ინდექსი, სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი. ჟურნალი „ინტელექტუალი” შეყვანილია საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში. ჟურნალი „ინტელექტუალი” რეფერირებულია როგორც ქართულ (ტექინფორმი), ასევე რუსულ (ВИНИТИ) და საერთაშორისო ელექტრონულ რეფერატულ გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებში.
ჟურნალი ‘’ინტელექტუალი’’ შეყვანილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში, შესაბამისად ჟურნალ ‘’ინტელექტუალში’’ გამოქვეყნებული სტატია დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში/ სადისარტაციო ნაშრომის დაცვამდე ჩაითვლება დოქტორანტურის შესახებ დებულების 6.2.3. პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს არანაკლებ სამი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებას სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გამოცემებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.