კლუბი “ტაძარი”

18-06-2008

სტუ-ს სტუდენტები ეროვნული მემკვიდრეობის დასაცავად

 სტუ-ში არსებულმა კლუბმა “ტაძარი” და მისმა ხელმძღვანელმა ლაშა ფარულავამ 12 ივნისს მანავის მიმართულებით გააგზავნა სტუდენტთა რაზმი (სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები).

სტუდენტები მანავში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან. ისინი შეასრულებენ არქეოლოგიურ სამუშაოებს, დაასუფთავებენ ციხის მიმდებარე ტერიტორიას და გაეცნობიან ამ ძეგლების ისტორიულ მნიშვნელობებს.

– “კლუბი “ტაძარი” კიდევ გეგმავს მრავალ ასეთ ღონისძიებას, მომავალში ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების გამგზავრებას ხერთვისის, პეტრას ციხის, ყაზბეგის და ბებრის ციხის მიმართულებით” – აღნიშნა კლუბ “ტაძარის” ხელმძღვანელმა ლ. ფარულავამ.

სიახლეებში დაბრუნება