უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები ბაკალავრებისა და დოქტორანტებისათვის
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნგრეთის მხარე შესთავაზებს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სრული საბაკალავრო პროგრამებისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე შესთავაზებს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
საბაკალავრო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება უნგრულ ენაზე. უნგრული ენის კურსებს სტუდენტები გაივლიან პირველი სასწავლო წლის მანძილზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ჩამოთვლილთაგან სასურველ პროგრამაში და ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ქონა.
დოქტორანტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე. მათ მოეთხოვებათ საკუთარი სადოქტორო პროექტის წარმოდგენა და საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში (TOEFL ან IELTS).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 აპრილი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.