
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები: უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, ზოგადი განათლების პროექტის დირექტორი ნათია ვერულაშვილი, ასევე, თბილისისა და რეგიონების სკოლების წარმომადგენლები.