აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი სწავლება, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წლის 3 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე–3 სართული, ოთახი N350);
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
3. ბეჭდით დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწებულებიდან, რომელშიც ირიცხებოდა სტუდენტი;
4. ატესტატის (დიპლომის) დედანი და ასლი;
5. ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7. გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
8. სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
შენიშვნა: აღდგენის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.