გამოიცა პერიოდული ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) 2013 წლის #11(23) ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვაც ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია ტექინფორმის ვებ–გვერდზე შემდეგ მისამართზე: www.tech.caucasus.net .
ქრჟ მოიცავს საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო გამოცემების, დეპონირებული სტატიების, დაცული დისერტაციების და სხვა სამეცნიერო წყაროების რეფერატებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალის აღნიშნული ნომერი თემატურია და ეძღვნება სოფლის მეურნეობას. მასში შესულია შემდეგი რუბრიკები: აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები; აგრარული მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია; ნიადაგმცოდნეობა; მელიორაცია; მარცვლოვანი კულტურები; მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა; მევენახეობა და მეღვინეობა; ჩაი და სუბტროპიკული მცენარეები; მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ვეტერინარია; სატყეო მეურნეობა; ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება; სასოფლო-სამეურნეო მანქანები; გენეტიკა-სელექცია; სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა; აგროქიმია; აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია. ქრჟ–ს თან ახლავს ავტორთა და საგნობრივი საძიებლები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.