სემინარი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა, გარემოს დაცვისა და საწარმოო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, მოამზადეს თემატური სემინარი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ლომთაძემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. მან წარმოადგინა პროფესიონალური ხედვა მშენებლობის პერსპექტივისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
თემატურ სემინარს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნაზი კუციავა.