30 მაისს გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, რომელზეც დამტკიცდა იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუსხა:
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ობიექტების საწყისი წლიური საიჯარო ფასები დადგინება ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგი, რომლის სახელფასო ფონდი შეადგენს თვეში 36 500 ლარს.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომამ განიხილა და დაამტკიცა სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის 2007 წლის საშტატო განრიგი. აღნიშნულ ინსტიტუტში გათვალისწინებულია 65 საშტატო ერთეული, საერთო თანხით 17 500X12=21 000 ლარი.
განხილულ იქნა სტუ-სა და კავკასიის ბიზნეს სკოლას შორის გაფორმებული ხელკშეკრულების შესრულების საკითხი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პრობლემას და დასკვნას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. მუშა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო-ეკონომიკური კომისია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა სტუ-ს ეთიკის კოდექსი.