შეხვედრა ცნობილ მკვლევართან
19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, მკვლევარ რამაზ პატარიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ახობაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.