საქველმოქმედო აქცია
12 დეკემბერს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ მონაზვნების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. საქველმოქმედო აქციაზე ძირითადად თექა იყო წარმოდგენილი.