ერაზმუს მუნდუსის პროგრამა აცხადებს კონკურსს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გონივრული სისტემების ინტეგრაციაში. პროგრამაში მონაწილეობს შოტლანდიის, ნორვეგიისა და უნგრეთის უნივერსიტეტები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა სრულად ფარავს სტუდენტის სწავლებისა და ცხოვრების ხარჯებს. დაფინანსებული სტუდენტი პირველ სემესტრს ისწავლის ედინბურგში (შოტლანდია), მეორე სემესტრს გაატარებს ვესტფოლდში (ნორვეგია), ხოლო მესამე სემესტრში სწავლას დაასრულებს ბუდაპეშტში (უნგრეთი). ამ სამი უნივერსიტეტიდან სტუდენტი თავად აირჩევს, სად გააგრძელებს მეოთხე სემესტრის განმავლობაში სამაგისტო თეზისის მომზადებას.
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებს, შემდეგ დისციპლინებში: ელექტროტექნიკა, ელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, მექანიკა მანქანათმშენებლობა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და/ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 იანვარი 2014.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.