საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აცხადებს კონკურსს სტუდენდებისთვის - ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაშიმონაწილეობის მისაღებად.
ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება გაიმართება 11 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზეარაუგვიანეს 5 დეკემბრისა (14:00 საათამდე). საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეირჩევა 18 წარმატებული სტუდენტი. ღონისძიების ბოლოს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.