ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტის გამარჯვება
ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში TEMPUS VI-th Call Joint Projects (2013) გაიმარჯვა ერთობლივმა პროექტმა „საქართველოში, აზეიბარჯანსა და მოლდოვეთში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის სასტუმრო მეურნეობის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება”, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აზეიბარჯანი, მოლდოვეთის, საფრანგეთისა, პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტები.
პროექტში საქართველოდან მონაწილეობს სამი პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის გორგასალის უნივერსიტეტი და გორის სასწავლო უნივერსიტეტი. ამ პროექში წამყვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო მისი წარმომადგენელი – ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე პროექტის კოორდინატორია. პროექტი სამწლიანია (2014–2016წწ.). მისი დაფინანსება 1 მილიონ 183 ათას ევროზე მეტია. პროექტის ფარგლებში იგეგმება სტუ-ში რესურს–ცენტრის გახსნა. სტუ-ში რესურს–ცენტრის მუშაობის შედეგები ფართოდ დაინერგება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ტურიზმის ობიექტებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.