15-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩატარდა „შემოდგომის ლექციები თბილისში“,რომლის თემატიკაც მოიცავდა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს.
15 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შედგა პროექტის საზეიმო გახსნა და ხელი მოეწერა მემორანდუმს, ერთი მხრივ, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტს და, მეორე მხრივ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის და ხელშეკრულებას, რომლის თანახმად იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცემს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას. შეხვედრა სტუ-ს რექტორმა აკად. არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გერმანელი სტუმრები: იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი, ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ნადიმ ჯონ შა, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლები დეტლევ გოტა,მარკუს ბუშერი, ანდრო კაჭარავა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში ჩამოსვლისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტის საზეიმო გახსნის შემდგომ მოწვეულმა სტუმრებმა გადაინაცვლეს სტუ-ს მეოთხე კორპუსში, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები.პროექტში მონაწილეობდა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის 26 სტუდენტი,თსუ-ს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის 4 სტუდენტი,ილიას სახელობის უნივერსიტეტის 2 სტუდენტი, ნეაპოლის უნივერსიტეტის დოქტორანტი და იულიხის სამეცნიერო ცენტრის 2 დოქტორანტი.
პროექტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წარმატებულნი: მე-3 კურსის სტუდენტები მიხეილ კელენჯერიძე და დიმიტრი კოლოტაური, მე-4 კურსის სტუდენტები დიტო შერგელაშვილი და თამარ ხეჩიაშვილი და მე-2 კურსის სტუდენტი გოგა კაკაბაძე 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე სტაჟირებას გაივლიან იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში და ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.