სასწავლო სტიპენდიათა პროგრამები
ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლებში
ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ სასწავლო სტიპენდიათა პროგრამებს სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლებში.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ბალტიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის (
Baltic International Summer School) სასწავლო საზაფხულო კურსებზე: “კომუნიკაციები, ტექნოლოგიები და ინტეგრაცია” (ქ. ვალმიერა) 2008 წლის 1-7 აგვისტოს ჩათვლით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ –
http://biss.va.lv/ ) და ასევე, საზაფხულო კურსებზე “კულტურა, ზოოლოგია და ურბანიზაცია” რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (
Riga Technical University) (ქ. რიგა) ამა წლის 4-17 აგვისტოს (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ –
www.rtu.lv/summerschool ).
საზაფხულო კურსებზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
-შევსებული სააპლიკაციის ფორმა (რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ
შესაბამისი საზაფხულო სკოლების ვებ-გვერდებზე);
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების სერტიფიცირებული
ქსეროასლები და სასწავლო ბარათი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- ერთი ფოტოსურათი (3X4 სმ).
აღნიშნული საბუთები უნდა წარადგინონ არა უგვიანეს ამა წლის 1 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
|
Baltic International Summer School
BISS 2008
Vidzemes Augstskola
Cësu iela 4
Valmieru, LV-4200
Latvia |
International Summer School
Riga Technical University
International and Public Relations
Department
Kaļķu iela 1
Riga, LV-1658
Latvia |
სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.rtu.lv/summerschool