სს “საქართველოს რკინიგზა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის მიმართულების წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს
18 ოქტომბერს, სს “საქართველოს რკინიგზასა” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, “საქართველოს რკინიგზა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის მიმართულების წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას გამოყოფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია სარკინიგზო მიმართულებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება, მომავალში კვალიფიკაციური კადრების აღზრდა და სს “საქართველოს რკინიგზაში” მიზიდვა. ამისთვის სტუ-ის სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის “საქართველოს რკინიგზა” 10 000 ლარის ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს, რომელიც განსაზღვრულია მესამე და მეოთხე კურსის სტუდეტებისთვის. წინა სასწავლო სემესტრის აკადემიური შედეგის მიხედვით – სემესტრული საშუალო შეწონილი ქულა უნდა შეადგენდეს 91-ს და მეტს. სტიპენდიის ოდენობა 125 ლარი იქნება.
ამასთან, სტუდენტებს, რომლებიც სულ მცირე ორი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ “საქართველოს რკინიგზის” შიდაკორპორაციულ კონკურსებში, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.