“ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია _ გამოსავალი თუ ჩიხი?”
12 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია - გამოსავალი თუ ჩიხი”. კონფერენცია ჩატარდა სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.