ახალი პროექტის პრეზენტაცია
7 აპრილს საქართველოს ტქნიკურ უნივერსიტეტში მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ახალი პროექტის – “ჯუმბერ ლეჟავა და ევრაზია” – პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო ველომოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა ახალ, რიგით მე-7 ლაშქრობას ევრაზიის ქვეყნების გავლით გეგმავს. 74 წლის მოგზაური გზას 9 მაისს გაუდგება და ორი წლის განმავლობაში, თანმხლებ ჯგუფთან ერთად, 30 ათას კილომეტრზე მეტს დაფარავს.
პროექტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სამინისტროების, უწყებებისა ცალკეული ფირმების მხარდაჭერით ხორციელდება.