
რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ განახლებული საქართველოს საუნივერსიტეტო სტუდენტური ლიგის ჩემპიონი ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი - "სტუ" გახდა. სტუდენტური ლიგის ფინალში "სტუ"-მ აგრარული უნივერსიტეტის კლუბი "მამული" 41:16 დაამარცხა და ჩემპიონობა ასე მოიპოვა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე "სტუ"-ელი ამირან ყიფიანი გახდა, ბომბარდირობას კი 24 გატანილი ბურთით ასევე "სტუ"-ს ხელბურთელი აკაკი ტალახაძე შესწვდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე გუნდების ბაზაზე შეიქმნება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც ივლისში იტალიაში გასამართ მსოფლიოს უნივერსიადაზე გაემგზავრება.