აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, 2013 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4. ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5. ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7. გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
8. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა, 2013 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4. სტუდენტის სტატუსის ცნობა;
5. დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობა;
6. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ცნობა ბუღალტერიიდან.