საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
თბილისი– საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი საჯარო განხილვა სტუდენტებთან და პროფესორებთან გაიმართება 22 იანვარს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4).
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან მასმედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.
შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24 იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.