საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები დოქტორანტურისათვის
2013 წელს ფრანგული ინსტიტუტი დოქტორანტებს სთავაზობს სტიპენდიებს საფრანგეთში კვლევითი პროექტის განსახორციელებლად (2–დან 6 თვემდე).
1. ვის ეხება აღნიშნული პროგრამა?
კანდიდატურის წამოსაყენებლად საჭიროა:
-
იყოთ საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობდეთ საქართველოში;
-
იყოთ ჩაწერილი დოქტორანტურაზე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში;
-
გქონდეთ ადგილობრივი უნივერსიტეტისა და მიმღები ფრანგული უნივერსიტეტის ან ლაბორატორიის თანხმობა;
-
თავისუფლად ფლობდეთ ფრანგულს ან ინგლისურს **
შენიშვნა ფრანგული ენის ცოდნასთან დაკავშირებით: არაფრანკოფონი კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში, ვალდებულნი არიან მოიპოვონ ფრანგულ ენაში A2 დონე, მანამ სანამ გაემგზავრებიან საფრანგეთში, იმ შემთხვევაში, თუკი მათი კანდიდატურა იქნება მიღებული.
2. რა უპირატესობას სთავაზობს პროგრამა დაინტერესებულ დოქტორანტებს?
Ø ყოველთვიური სტიპენდია 1050 ევროს ოდენობით
Ø დახმარება ვიზის მიღებაში (ვიზა უფასოა)
Ø დახმარება საცხოვრებლის მოძებნაში: საუნივერსიტეტო რეზიდენციებთან წვდომა (თუმცა საცხოვრებლის მიღების გარანტიის გარეშე, განსაკუთრებით პარიზში)
Ø სოციალური დაზღვევის სრული დაფარვა
3. როგორ ხდება კანდიდატურის წამოყენება?
კანდიდატის დოსიე უნდა შეიცავდეს შემდეგ საბუთებს:
Ø CV (მაქსიმუმ ორი გვერდის მოცულობის შედგენილი ფრანგულ, ან ინგლისურ ენაზე) ფოტოსურათით
Ø სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ორი გვერდის მოცულობის დაწერილი ფრანგულ, ან ინგლისურ ენაზე)
Ø სასწავლო ან კვლევითი პროექტი (დაწერილი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)
Ø სარეკომენდაციო წერილი მიმღები ფრანგული უნივერსიტეტის ან ლაბორატორიისაგან
Ø სარეკომენდაციო წერილი თემის ქართველი ხელმძღვანელისაგან
Ø საქართველოს უნივერსიტეტში ჩაწერის დამადასტურებელი ყველა საბუთი
Ø ყველა სხვა საბუთი, რომელის დართვასაც საჭიროდ ჩათვლის კანდიდატი (სერტიფიკატი, დიპლომი, პუბლიკაცია, რეკომენდაცია)
შენიშვნა: საბუთს, რომელიც არ არის შედგენილი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, უნდა ახლდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი.
სრული დოსიე უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 2013 წლის 23 იანვარს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:
დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ყურადღება: ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ იკეტება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით
განიხილება მხოლოდ სრულად დაკომპლექტებული დოსიე, ჩაბარებული ზემოთ მითითებულ მისამართზე. არასრული დოსიე გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით, არ მიიღება (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა)
|
ანაის გულკოს
საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს
დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
(00 995 32) 2 92 28 55 / 2 93 44 58
|
ანა ლოლუას
კამპუსფრანსის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელს
დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
(00 995 32) 2 92 28 55 / 2 93 44 58
|