პრეზენტაცია
11 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ერასმუს მუნდუსის პროექტის EMINENCE სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლითი პროგრამებს. პრეზენტაცია გამართა Erasmus Student Network-ის წარმომადგენელმა ბექა ბერიაშვილმა. დამსწრეები გაეცნენ პროგრამის ძირითად მოთხოვნებსა და მიმართულებებს და მიიღეს მიიღებენ შესაბამისი კონსულტაციები.
პრეზენტაციაზე, ასევე, მოხდა გაცვლითი პროგრამების ახალი ვებ-გვერდის წარდგენა, სადაც შესაძლებელია უახლესი ინფორმაციის მიღება გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, რომელთაგან რამდენიმეზე საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.esn.ge ,
