ახალი შესაძლებლობა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთათვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტს ერთობლივ პროექტში „Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)“ .
პროექტის ფარგლებში ჩატარდება დისტანციური ლექციები ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობის სფეროში IT მიმართულებით.
სასწავლო კურსი ნოემბრის თვეში დაიწყება და იანვრამდე გასტანს. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს. ფინალურ ეტპზე, გამოცდების შედეგების მიხედვით მოხდება საუკეთესო სტუდენტების შერჩევა, რომლებიც 2 კვირიან პრაქტიკას გაივლიან შვედეთის და უკრაინის IT კომპანიებში.
აღნიშნული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.