18 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა DAAD საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა ელიზაბეტ ფენორმა DAAD-სა და DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდი) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, დოქტორანტები, ასევე, სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და პედაგოგები.
აღსანიშნავია, რომ DAAD-ს სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობისთვის, ხოლო DAAD/OSI ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისათვის. სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ: http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325 შეხვედრის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები. სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, DAAD-ს ლექტორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორმა ჰაინერ დინტერამ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.