საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟიორების მიღებას შემდეგ განყოფილებებში:
მექანიკის ეტალონური განყოფილება;
გეომეტრიული გაზომვების ეტალონური განყოფილება;
ქიმიურ-ფიზიკური ეტალონური განყოფილება;
ელექტრობის ეტალონური განყოფილება;
რადიოფიზიკის, ოპტიკის და აკუსტიკის ეტალონური განყოფილება;
რადიაციული მეტროლოგიის ეტალონური განყოფილება.
უპირატესობა მიენიჭება რუსული და/ან ინგლისური ენის მცოდნე, დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს.
სტაჟიორების აყვანა მოხდება შესაბამისი სამსახურის უფროსთან გასაუბრების საფუძველზე.