დიზაინის საერთაშორისო სკოლა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას მობილობის წესით მაგისტრატურაში, დიზაინის სპეციალობით. სწავლების ფორმაა ინგლისური და ქართული.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის შექმნის ინიციატორები და მმართველი საბჭოს წევრები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უცხოელი დიზაინერები და მენეჯერები.
სკოლა იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს რეგისტრაციის გასავლელად. მსურველები 20-21 სექტემბერს უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე: http://eqe.ge/geo/mobility .
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებსაც.