საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მადლობის წერილი მოვიდა. წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები - ნინო აბესაძე და უჩა თაბაგარი - მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ინიციატივით ორგანიზებულ პროექტში “სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე”.
“ნინო აბესაძემ და უჩა თაბაგარმა წარმატებით გაართვეს თავი შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად დაკისრებულ მოვალეობებს. მათ ამ პერიოდში გამოამჟღავნეს ქვეყნისა და მშობლიური ქალაქისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა. თანატოლებს შორის გამოირჩეოდნენ მაღალი დისციპლინით, ინტელექტითა და კომუნიკაბელურობით”, - აღნიშნულია წერილში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მთელ კოლექტივს უსურვებს წარმატებას აღმზრდელობით და პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას.
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მასში გათვალისწინებული სამუშაოები 23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.