მიმდინარეობს სტუ-ს პროფესიული განათლების მეოთხე საფეხურზე სწავლის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია
იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნარების გამოცდაში გადალახეს მინიმალური კომპეტეციის ზღვარი (21 ქულა და მეტი) და სურვილი აქვთ სწავლა განაგრძონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული სწავლების მეოთხე საფეხურზე, რეგისტრაცია შუძლიათ გაიარონ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ყოველდღე, უქმე დღეებისა და შაბათ - კვირის გარდა, 1100 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, მესამე სართული, ოთახი №350, საკონტაქტო ტელეფონი: 236 54 29).
რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. ამონაბეჭდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების შესახებ;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;
3. დაბადების მოწმობის ასლი;
4. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დედანი;
5. ორი ფოტოსურათი (3x4სმ) და მისი ელექტრონული ვერსია კომპაქტ დისკზე (CD);
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.