13-24 ივლისს, ესპანეთში, ქ. კორდობაში გამართულ პირველ ევროპულ უნივერსიადაზე სტუ-ს ხელბურთელთა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა.
სტუ-ს ხელბურთელებმა ექვსგუნდიან ჯგუფში ხუთივე მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მათ შორის, დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს მასპინძელი ქალაქის - კორდობას უნივერსიტეტის გუნდს და პირდაპირ ფინალში გავიდნენ, სადაც საკმაოდ იოლად, 37:24 აჯობეს უკანასკნელ მოწინააღმდეგეს, ხორვატიის "ოსიეკს".
დღეს სტუ-ს ხელბურთის გუნდის გულშემატკივრები, ღამის 02:00 საათზე, შეიკრიბებიან სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, საიდანაც გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და გამარჯვებულ გუნდს ღირსეულ დახვედრას მოუწყობენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.