სტუ
 

10/04/2025

ფაკულტეტზე სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისათვის ექსკლუზიური ტრენინგ-კურსი ტარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ თანამშრომლების მომზადებისათვის ექსკლუზიური ტრენინგ-კურსი ტარდება.

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, მომზადდა ორი ტრენინგ-პროგრამა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შევთავაზეთ სააგენტოს ადმინისტრაციას, მათი სტრუქტურულ ერთეულებს დაქვემდებარებული პირების მომზადება-გადამზადებისათვის, ვინაიდან ეს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადებას. 

კერძოდ, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის ეგიდით, მომზადებულია ექსკლუზიური სასერტიფიკატო ორი ტრენინგ-პროგრამა: 
1. ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი“;
2. ,,გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება“. 
აქედან ერთზე პროგრამაზე - ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი“ სასწავლო პროცესი დაწყებულია და მეორე პროგრამის განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება.
აღნიშნული პროგრამები, ექსკლუზიურად მომზადებული და შეთავაზებული იქნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. აღნიშნული (სასერტიფიკატო) ტრენინგ-პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომლის საფუძველზეც სერტიფიკატის მფლობელებს - ამ შემთხვევაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადამზადებულ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანების საგზაო მონიტორინგი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის შემოწმება. 


სიახლეები 1 - 10 სულ 386
პირველი გვერდი | წინა გვერდი | 1 2 3 4 5 | შემდეგი გვერდი | ბოლო გვერდი