სტუ
11/02/2026

PLMO 2026 - მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

18-21 მაისს, ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) მე-5 საერთაშორისო კონფერენცია (PLMO 2026), გაიმართება თემაზე: „ლოგისტიკის, მართვისა და ექსპლუატაციის პრობლემები აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანში“. ღონისძიების მასპინძელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მათემატიკის ინსტიტუტი (ყოფილი მართვის სისტემების ინსტიტუტი).

კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეცნიერო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი. 

აღსანიშნავია რომ PLMO 2026-ის კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება Springer-ის სერიაში: Advances in Computer Science Applications and Research (ACSAR). 

კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.