სტუ

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი ძირითადი ლაბორატორია, რომელიც სრულად ემსახურება ფაკულტეტზე მიმდინარე პრაქტიკული სწავლებისა და კვლევების პროცეს და აერთიანებს შემდეგ ქვე მიმართულებებს:

ლაბორატორიები აღჭურვილია  სხვადასხვა სახის, როგორც უნივერსალური, აგრეთვე ნახევრადავტომატური რთული კინემატიკური სტრუქტურის მქონე კბილდამამუშავებელი ჩარხებით; პროგრამული მართვის საჩარხო სისტემებით; საწარმოო რობოტებით და კომპიუტერული მართვის მქონე მოწყობილობებით; საწარმოო ტექნოლოგიური აღჭურვილობით და შესაბამისი საკვლევი და ლაბორატორიული მზომი ტექნიკით; ჰიდრო და პნევნო-ამძრავების ცალკეული მოქმედი მოდულებით და ელემენტებით; ჰიდრო, ელექტროჰიდრო და ელექტრომექანიკური სისტემებით აღჭურვილი მოქმედი დანადგარებით; მექანიკური ამძრავების დინამიკური კვლევის ლაბორატორიული დანადგარებით; საკვლევი მზომი მოწყობილობებით და ხელსაწყოებით, მართვისა და რეგულირების ელემენტების პარამეტრების (ელექტრომოწყობილობების) სარეგისტრაციო ტექნიკით; სიმულატორებით.