ხარისხის
სამსახურის უფროსი
პროფესორი ნია ნათბილაძე
მისამართი: მ. კოსტავას 68; I სასწავლო კორპუსი; ოთახი 569
ტელ: 2 77 11 11 (72-51)
natbiladze@gtu.ge
ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, შქმნილია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
- სისტემატურად აფასებს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მიმდინარეობას, აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხს.
- ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით.
- უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს;
- აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;
- უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის;
- რეგულარულად (სემესტრში ერთხელ) აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის სათათბიროს და საბჭოს;
- განიხილავს სასწავლო პროგრამების კურიკულუმებს, მოდულებისა და სასწავლო კურსების სილაბუსებს და იძლევა რეკომენდაციებს მათი სრულყოფისათვის;
- ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.