სტუ

2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.

თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები, რომლებშიც ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ლოგოს ინსპირიაცია თბილისის მეტროს რუკა გახდა.