სტუ

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი არის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, სადაც ხორციელდება, საქართველოს და ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები - მათ შორის ამ პროგრამების ნაწილს საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. 

დღეს ფაკულტეტი ამზადებს სპეციალისტებს ოთხ საფეხურზე (პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები) და უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას სატრანსპორტო, სამანქანათმშენებლო-სამრეწველო და სამეწარმეო  დარგებისათვის. ასევე, მიმდინარეობს აქტიური,   მეცნიერებატევადი, მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის  მისიაა  „ეროვნული და საერთაშორისო დარგობრივი საჭიროებებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება“.    

ფაკულტეტის მიზნებია: ინოვაციებზე დაფუძნებული და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რეალიზება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, რათა სატრანსპორტო და სამანქანათმშენებლო-სამრეწველო დარგებთან მიმართებაში, უზრუნველყოს ეროვნული მეურნეობის საჭიროებები მაღალი ხარისხის, ევროპული განათლებისა და კვალიფიკაციის  შესაბამისი დონის მქონე საჭირო რაოდენობის სპეციალისტებით და მეცნიერული კვლევის შედეგებით.      

ფაკულტეტის ამოცანებია: ქვეყნისათვის აუცილებელი და დასაქმების სფეროზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსებით, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორობით უზრუნველყოს: